LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება – რა პროექტები მიმდინარეობს რეგიონში

106
imereti-kutaisi-kutaisi-kutaisi-2

იმერეთში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს და ფაქტობრივად, ყველა მიმართულებას მოიცავს – საგზაო, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მშენებლობა, მუნიციპალური განვითარება, სკოლებისა და ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, იმერეთში 70 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმდინარეობს სამუშაოები. გარდა ამისა, სატენდერო პროცედურებია დაწყებული 45 მილიონ ლარის ღირებულების პროექტებზე.

„იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია. ქუთაისში მიმდინარეობს ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობისა და ცენტრალური ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულებამ 10 მილიონ ლარს გადააჭარბა. უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევები და მზადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების განახლებისთვის აუცილებელი პროცედურები. ასეთია მაგალითად, ქუთაისის ძველი, ისტორიული ბიბლიოთეკის შენობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, ცენტრალური ბაღის სრული განახლებისათვის, სატრანსპორტო კვანძის, ავტოსადგომის და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოსაწყობად, რაც  უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას. ბაღის სრული განახლება დასრულდება 2023 წელს “, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები