LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმის გამო ისჯება, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერია” – ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

87
1550237237-ზაალ-ლატარია-2

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას გეუბნებით, იმის გამო ისჯება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, – ამის შესახებ  პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ზაალ ლატარიას ადვოკატმა განაცხადა.

როგორც ვახტან იაშვილი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი არავისთვის გაუგზავნია.

„ზაალ ლატარია 90-იანი წლების რუსეთთან ომის მონაწილე, 2008 წლის ომის მონაწილე გახლავთ, უკრაინაში იცავდა საქართველოსა და უკრაინელი ხალხის ინტერესებს ჩვენი საერთო მტრის, რუსეთის წინააღმდეგ. იმის გამო, რომ ეს ადამიანი „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი და წევრია, მუქარებისა და გადმობირების მცდელობის შემდეგ, განხორციელდა დაპატიმრება.არანაირი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს იმისა, რომ შეფარდებული ჰქონდა პატიმრობა, რადგან მას ეს ჩანაწერი დანაშაულებრივად არ მოუპოვებია, როგორც ამას გამოძიება იძახის. დაუდგენელმა პიროვნებამ გადმოუგზავნა ვიდეო, თუ ვისგან, ეს გამოძიებამ არ დაადგინა. მას ვიდეო არც სოციალურ ქსელში გაუვრცელებია, არც „იუთუბზე“ დაუდია“, – განაცხადა იაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

გადაწყვეტილებას ბრალდებულების ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები