LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისათვის, რომ ტურისტი კვლავ დაბრუნდეს საქართველოში, მან უნდა დაინახოს რომ ადამიანები აქ აიცრნენ – Marriot International

66
shutterstock-635591039

„იმისათვის, რომ ტურისტი დავარწმუნოთ, რომ კვლავ დაბრუნდეს აქ, მან უნდა დაინახოს, რომ ადამიანები აქ აიცრნენ. მათ შორის ე.წ. წინა ხაზზე მომუშავეები: აეროპორტის თანამშრომლები, ტაქსის მძღოლები, ავტობუსის მძღოლები, რესტორნის თანამშრომლები“, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო ბრენდ Marriot International-ს წარმომაგენელმა კამერონ მაკნეილმა გადაცემა The Checkpoints-ში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო ტურიზმის სფეროში საკმაოდ წინ წავიდა და ადაპტირება განიცადა, ამიტომაც, ახლა მარცხის ხილვა სირცხვილი იქნება.

„მე ვაქცინაციის ადვოკატი ვარ. მე მესმის, რომ ადამიანებს ცალკეული ისტორიების გამო, ვაქცინაციის ეშინიათ, მაგრამ შევხედოთ მეცნიერულ მონაცემებს. ბევრი კორპორაცია ვაქცინაციის ადვოკატირებას ახორციელებს. სტუმარმასპინძლობის სფერო საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მე აქ თითქმის ოთხწლიანი ცხოვრების გამო, ცოტათი თავს ქართველადაც კი მივიჩნევ… ვფიქრობ, ეს ქვეყანა ტურიზმის სფეროში საკმაოდ წინ წავიდა და ადაპტირება განიცადა, ამიტომაც ახლა მარცხის ხილვა სირცხვილი იქნება“, – განაცხადა მაკნეილმა The Checkpoints-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები