LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმისთვის, რომ სექტორი გაიხსნას – ბაზრობებზე დასაქმებულები რეგულარულად გაიტესტებიან

66
maxresdefault

მთავრობის ადმინისტრაციაშიბაზრობებისწარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, რომელშიც ონლაინ-ფორმატში რეგიონებში არსებული „ბაზრობების“ წარმომადგენლებიც  მონაწილეობდნენ, განიხილეს ის ეტაპები და სტანდარტები, თუ როგორ უნდა მოხდესბაზრობებისუსაფრთხოდ გახსნა.

როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ვაჭრობის სფერო, ზოგადად, არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინკლუზიურობის მქონე დარგი და  ძალიან მნიშვნელოვანია დროულად და უსაფრთხოდ გახსნა იმ მიმართულებების, რომელთა მოქმედებაც, ამ ეტაპზე, არის გაჩერებული.

„ღია და დახურული ე.წ „ბაზრობების“ ადმინისტრაციებთან ვიმსჯელეთ როგორც არსებულ რეგულაციებზე, ასევე დამატებით ღონისძიებებზე, რომლებიც, ძირითადად, გამოიხატება ბაზრობებზე მომუშავე პერსონალის რეგულარულ გატესტვაში. არის კონკრეტული ტექნიკური საკითხები, რომელთა გადაჭრასაც უზრუნველყოფს  ორივე მხარე  – სახელმწიფოც და ბაზრობების ადმინისტრაციებიც იმისთვის, რომ  სექტორი გაიხსნა და მისი უწყვეტი ფუნქციონირება იყოს უზრუნველყოფილი“ – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები