LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: ჩვენი ქორწილები და ქელეხები მსხვერპლშეწირვას ემსგავსება

76
პაატა-იმნაძე

“იღუპებიან ჩვენი ახლობლები, ჩვენი მეგობრები, ნათესავები. მსხვერპლშეწირვას ემსგავსება ჩვენი ქორწილები და ქელეხები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძემ ეპიდვითარებასა და რეგულაციების დაცვაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა მთავარია მოქალაქეებმა დღეს მოქმედი რეგულაციები დაიცვან:

“მე,  სამწუხაროდ, შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც მოგიყვანოთ, უბრალოდ ვერ დავასახელებ, რადგან ეს იქნება გარკვეული პირადი ინფორმაციები.

ქელეხის შემდეგ, მსხვერპლი შეწირეს გარდაცვლილს და კიდევ ერთი ადამიანი კორონათი დაიღუპა. ეს ახლახან მოხდა, ერთ-ერთ რაიონში.

ვერ გეტყვით, ის ვინც ქელეხი მოაწყო, ხელისუფლების მომხრე იყო თუ მოწინააღმდეგე. მე ის ვიცი, რომ მან ქელეხი მოაწყო, ქორწილი მოაწყო და მერე ადამიანი დაიღუპა.” – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, არის თუ არა მონიტორინგი მკაცრი, იმნაძემ მაგალითად, ინდოეთი მოიყვანა:

“ინდოეთის კადრები ხომ გაქვთ ნანახი, პოლიციელი რომ დარბოდა ქუჩაში, ჯოხს რომ ურტყამდა მას, ვისაც ნიღაბი არ ეკეთა.. რა ვქნა, მეგონა, რომ… ეს ჩვენი ხალხი, უმრავლესობა იცავს, თუმცა საკმაოდ დიდი ნაწილი არ იცავს, დღესაც ნახავს ქუჩაში ადამიანებს, რომლებიც ქუჩაშიც ნიღბით დადიან.” – თქვა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები