LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმნაძე: პედაგოგთა და მშობელთა უმრავლესობა თუ აიცრება, ბავშვების სკოლაში სწავლა აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება

93
198458301-129200695948895-1433864515404086140-n

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სკოლებში ბავშვების მაღალი მობილობის პირობებში აუცილებელია, პედაგოგებისა და მშობლების დიდმა რაოდენობამ აიცრას.

„პედაგოგთა და მშობელთა უმრავლესობა თუ აიცრება, რა თქმა უნდა, ბავშვების სკოლაში სწავლა აბსოლუტურად უსაფრთხო იქნება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები განახევრდა,  ეპიდსიტუაცია ჯერ კიდევ საკმაოდ რთულია.

„მართალია, შემთხვევების რაოდენობა პრაქტიკულად, განახევრდა და უფრო ნაკლებიც არის, მაგრამ სამწუხარო რეალობაა, რომ პიკური მაჩვენებლებიდან ასევე ორი-სამი კვირა გრძელდება სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები“, – განაცხადა იმნაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები