„შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ რიგით X საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიაზე – „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელის მფლობელ კომპანიას, შპს „იმპექსფარმს,“ როგორც ფარმაცევტული სექტორის ყველაზე დინამიურად მზარდ კომპანიას,  „წლის ლიდერის“ (Leader of the Year) ჯილდო გადაეცა.

დაჯილდოების ღონისძიება 2 ივლისს, სამედიცინო ველნეს კურორტ “ბიოლში” გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ „შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა“ და „ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის“ დაჯილდოება, ერთადერთი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაა საქართველოში. კომპანიების წარდგენა საერთაშორისო ჯილდოზე (Leader of the Year) ხდება ობიექტური რანჟირების საფუძველზე და მოიცავს ყველა სფეროს საქართველოს ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული კლასიფიკატორის მიხედვით. რეიტინგები დგება ოფიციალურ ფინანსურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით.

„ჩვენთვის დიდი პატივია გავხდეთ „წლის ლიდერი“ კომპანიის ჯილდოს მფლობელი. „იმპექსფარმი“ 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და მიღებული ჯილდოც იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანია ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე. „იმპექსფარმის“ მთელი გუნდის ძალისხმევა მიმართულია – შევინარჩუნოთ სექტორში განვითარების, ზრდის მაღალი მაჩვენებელი და გავამყაროთ მომხმარებლის ნდობა, პროდუქციის მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტის და მაღალხარისხიანი მომსახურების შეთავაზებით,“ – განაცხადა დავით კოხრეიძემ, შპს „იმპექსფარმის“ გენერალურმა დირექტორმა  და დამფუძნებელმა.

კომპანია „იმპექსფარმი“ 22 წელია წარმატებით ოპერირებს ფარმაცევტულ ბაზარზე. თავდაპირველად ახორციელებდა მედიკამენტების იმპორტს და საბითუმო დისტრიბუციას. დღესდღეობით, კომპანია საბითუმო რეალიზაციის გარდა, ასევე მართავს „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელს, რომელიც წარმოდგენილია 100 აფთიაქით, საქართველოს ყველა რეგიონში. „იმპექსფარმი“ ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკური ბრენდების იმპორტს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან. კომპანია 2018 წლიდან ფლობს მენეჯმენტის საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს ISO 9001:2015.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები