LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილი: ჩვენი კვლევით პირველ ადგილზე ვართ ჩვენ და მეორეზე “ქართული ოცნება”

71
BeFunky-collage (65)

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” მონაცემების გაყალბებაში დაადანაშაულა და საკუთარი პარტიული კვლევა გამოაქვეყნა.

ინაშვილის განცხადებით, პარტია რეიტინგში პირველ ადგილზეა და უსწრებს “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც.”

ოცნება 33%, ოპოზიცია 37% – IRI-ის კვლევა

“დღეს ჩვენ წარმოვადგენთ აუდიო გამოკითხვის მარტი-აპრილის შედეგებს. საუბარია 189 533 აუდიო ჩანაწერზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რომელ პარტიას ან ვის კანდიდატს დაუჭერთ მხარს. პირველ ადგილზე ვიყავით ჩვენ, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” და აქვე გეტყვით, რომ ამ ადგილს დღესაც ვინარჩუნებთ, მეორე ადგილზე იყო “ქართული ოცნება”. ყველა ეს ჩანაწერი გადაეცემა ეუთოს, ევროკავშირის, ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საელჩოებს საქართველოში,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” კვლევის მიხედვით, კითხვაზე, “კვირას რომ არჩევნები იყოს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს” 33% ფიქრობს, რომ მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა.

ამავე კვლევის მიხედვით, დანარცენი პროცენტები შემდეგნაირად გადანაწილდა:

16% მხარს “ნაციონალურ მოძრაობას,”

“ევროპულ საქართველოს”- 5%,

“სტრატეგია აღმაშენებელს”- 3%,

პატრიოტთა ალიანსს 3%,

“ლეიბორისტულ პარტიას”,

პარტია “ლელო,”

გირჩს” მხარს მოსახლეობის 2%.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები