LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილი მეუფე პეტრეზე: ფრთხილად იყოს ეგ, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ

423
BeFunky-collage (7)

“პატრიოტრთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი პატრიარქს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ სინოდმა მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია”- თქვა ინაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

ამასთან, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მეუფე პეტრეს მიმართ მუქარაც გააჟღერა და ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ბოკერია-სააკაშვილი დაადანაშაულა. ინაშვილი ამბობს, რომ მიზანი ეკლესიის დისკრედიტაციაა.

,,ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"დროებით დამარცხებული მართალი ბევრად ძლიერია ვიდრე დროებით გამარჯვებული ბოროტი... მადლობა ღმერთს რომ დავისაჯე სიმართლისთვის" - მეუფე პეტრე

,,ახალგაზრდა ჭაბუკის გამხრწნელს ჰქვია პიდარასტი" - მეუფე პეტრეს განმარტება დღევანდელ განცხადებაზე

მეუფე პეტრე ამბობს, რომ სიტყვა “პიდარასტიაში”, რომლითაც პატრიარქი დაახასიათა, “ჭაბუკის გამხრწნელი” იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია.

მისი თქმით, ეკლესიამ, პატრიარქის ხელმძღვანელობით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

მეუფე პეტრეს თქმით, ის მსახურებას გააგრძელებს.

შეგახსენებთ, დღეს, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრე მღვდელმთავროვბიდან გადააყენეს. მისი თქმით ამის მიზეზი, მისი მხრიდან ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო. სხდომის დატოვების შემდეგ კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია “პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი”.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპოსი, მეუფე გრიგოლი შეცვლის

რა ხდებოდა სინოდის სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები