LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინაშვილი: სრულად პროპორციული სისტემის მომხრეები ვიყავით, თუმცა აღარ გავჭედეთ

82
ირმა-ინაშვილი

“სრულად პროპორციული სისტემის მომხრეები ვიყავით, თუმცა აღარ გავჭედეთ, იმიტომ რომ არ გვინდა ჩვენ კრიზისი.”-ასე იხსენებს ირმა ინაშვილი 8 მარტის შეთანხმებაზე თანხმობას.

ის აღნიშნავს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” მთავარი მიზანია არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში.

ინაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის მთავარი ამ მოლაპარაკებების პროცესში საარჩევნო სისტემაში ცვლილებები იყო და სწორედ ამიტომ, მან ხელი მხოლოდ ერთ დოკუმენტს მოაწერა.

„თუმცა ბოლო შეხვედრაზე, როდესაც რაუნდი მთავრდებოდა, ორი დოკუმენტი იყო წარმოდგენილი. იმ მეორეს დოკუმენტსაც ვერ ვუწოდებდი, იმიტომ რომ ის იყო უბრალოდ პარტიების განცხადება“,-ამბობს ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები