LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინციდენტი აფეთქების ადგილზე: სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს

178
BeFunky-collage (5)

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ინციდენტი მოხდა. სამართალდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან გაიყვანეს. ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთის წინ გაზგასამართი სადგური აფეთქდა ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ცეცხლის გავრცელების ან ხელახალი აფეთქების საშიშროება არ არის.

„დაშავებული არის ერთი პიროვნება, ადგილზე დაახლოებით 4 წუთში ოპერატიულად იქნა მობილიზებული 6 სახანძრო – სამაშველო ბრიგადა.

გაზგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად დაშავებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ამ დროისათვის ცეცხლის გავრცელების ან თავიდან აფეთქების საშიშროება არ არის. ხანძარი არის ლიკვიდირებული,“ – განაცხადა სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელმა.

ადგილობრივების განცხადებით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობის მინები ჩაამსხვრია. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები