LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ინდოეთში ბრილიანტებით გაფორმებული პირბადეები იყიდება

163
indiabrilliantmasknews

კორონავირუსის პანდეემის დამსახურებით დამცავი ნიღბების ტარება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სავალდებულოა. დაწყებული ვარსკვლავებით დამთავრებული რიგითი მოქალაქეებით – ქუჩაში გასვლას პირბადის გარეშე ვერავინ ბედავს.

ინდოეთში მდებარე ქალაქ სურატის საიუვილერო მაღაზიამ გადაწყვიტა ტრენდს არ ჩამორჩენილიყო და ძვირფასი ქვებით გაფორმებული პირბადეების დამზადება დაიწყო.

როგორც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს მაღაზიის მფლობელმა დიპაკ ჩოკსიმ უთხრა, უჩვეულო იდეა მას ერთ-ერთმა მომხმარებელმა შთააგონა. მაღაზიაში მივიდა მამაკაცი, რომელსაც ახლო მომავალში ქორწილი ქონდა და ცერემონიისთვის ბრილიანტებით გაფორმებული ნიღბები შეუკვეთა.

ჩოკსიმ უნიკალური ნიღბები დაამზადა და შეკვეთა იმდენად მოეწონა, რომ სერიული წარმოება გადაწყვიტა. ძვირფასი პირბადის ფასი გამოყენებული ქვების გათვალისწინებით 2 ათასიდან 5 ათას დოლარამდე მერყეობს.

როგორც მწარმოებელი ირწმუნება, ნიღბები უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებითაა დამზადებული ანუ მფლობელს კორონავირუსის არ უნდა შეეშინდეს. სურვილის შემთხვევაში კი ბრილიანტების მოხსნა და რამე სამკაულის დამზადებაცაა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები