ინდოეთში საწვრთნელ ცენტრში ხანძარს 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ინდია თუდეი“ ავრცელებს.

ინციდენტი გუჯარატის შტატის ქალაქ სურატში მოხდა. საწვრთნელი ცენტრი მრავალსართულიანი კომპლექსის მესამე და მეოთხე სართულებზე იყო განთავსებული.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვები.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები ცეცხლმოკიდებული შენობის ფანჯრებიდან.

ხანძრის მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.