LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში, უხვი ნალექისგან გამოწვეული სტიქიის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა

107
წყალდიდობა ინდოეთში

ინდოეთის კარნატაკას, კერელასა და მაჰარაშტრას შტატებში უხვი ნალექისგან გამოწვეული სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 95-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წყალდიდობებისა და მეწყერის გამო, აღნიშნული შტატებიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

სეზონური წვიმები ინდოეთში ივნისიდან სექტემბრამდე მოდის და ქვეყანას მნიშვნელოვნად აზიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები