LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

134
წყალდიდობა ინდოეთში

CNN-ის ინფორმაციით, ინდოეთის სამხრეთ ნაწილში უხვმა ნალექებმა წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

გადაუღებელმა წვიმებმა და მდინარეების ადიდებამ ინდოეთში საავტომობილო გზები და სახლები დააზიანა. ამასთან, რამდენიმე სოფელი გარესამყაროს სრულიად არის მოწყვეტილი.

მაშველები სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობის ევაკუაციას ეტაპობრივად ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები