LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდური შტამი ჩვენთან არ დაფიქსირებულა: ამირან გამყრელიძე

61
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინდური შტამი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ მან, ამ წუთებში მიმდინარე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ წუთის მონაცემებით, ლუგარიდან მიღებული ინფორმაციით, ინდური შტამი ჩვენთან არ დაფიქსირებულა, მაგრამ ამის ალბათობა, რა თქმა უნდა, არის.

ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამთან დაკავშირებით ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შექმნით. ინდოეთშიც კი, ამ შტამის გარდა, ბრიტანული შტამიც პრევალირებს, ამიტომ ეს შტამები, რაღაც დროს, ყველა ქვეყანაში გაჩნდება, ამიტომ ახლა, ამის გამო “ბუას” ნუ გავაკეთებთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” წევრმა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლადო კახაძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში ინდური, ორმაგი მუტანტის შტამის, რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა.

პოპულალურები