LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციონისტი: ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნებიდან საზღვრები აუცილებლად უნდა გაიხსნას

91
pjimage

“დღეის მდგომარეობით პოზიტიურია ის, რომ მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები გვაქვს” – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იმ ქვეყნებიდან, სადაც კარგი ეპიდსიტუაციაა, საქართველომ ტურისტები აუცილებლად უნდა მიიღოს.

ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობა?- მაია სიდამონიძე

“იმ ქვეყნების შერჩევით, საიდანაც შედარებით უსაფრთხო იქნება ტურისტების შემოსვლა, საზღვრები აუცილებლად უნდა გაიხსნას. შემთხვევების აღმავლობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, მაგრამ დღეის მდგომარეობით პოზიტიურია ის, რომ მხოლოდ შემოტანილი შემთხვევები გვქვს. ქვეყნის შიგნით გადაცემის ერთეული შემთხვევა გვქონდა”, – განაცხადა ბუწაშვილიმა “პირველი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები ისევ დაკეტილია. როგორც პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, ამჟამინდელი სტაბილური ეპიდსიტუაციის შესანარჩუნებლად და იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა, ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადაიდგას. მისი თქმით, ქვეყნის საზღვრები ეტაპობრივად, დიდი სიფრთხილით გაიხსნება.

უახლესი მონაცემებით კი საქართველოში “კოვიდ 19”-ით ინფიცირების 943 შემთხვევა ფიქსირდება, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 821-ს მიაღწია.

პოპულალურები