LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურ საავადმყოფოს 300 ათასი ლარი გამოუყვეს: “საკითხი ამით გადაწყვეტილია“

126
BeFunky-collage (4)

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს გადაუდებელი სამუშაოებისთვის 300 ათასი ლარი გამოეყო.

„ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ სამინისტროში.

ინფექციურ საავადმყოფოში დროებით შეჩერებულია კორონავირუსით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება.

გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მათივე თქმით, მოსახლეობამ მაღალი ხარისხით სამედიცინო მომსახურეობას ვერ იღებდა მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო.

„ინფექციურმა საავადმყოფომ ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა“ – ცერცვაძე ტიკარაძეს დაუპირისპირდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები