LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცეული ირანელი პაციენტი აბასთუმანში გადაიყვანეს

697
iraneli 22

გუშინ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან ირანელი პაციენტი გაქცევას შეეცადა. იმ დროს, როდესაც ის ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა და ქართველ ექიმებს მადლობას უხდიდა, კვლავ პალატაში შეაბრუნეს.

ინფექციური საავადმყოფოდან გამოქცეული ირანელი პაციენტი აბასთუმანში გადაიყვანეს

"თუ არ ექნება კორონავირუსის რაიმე სიმპტომი, გაემგზავრება, იქ სადაც მოესურვება“.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში „ფორტუნას“ განუცხადეს, ირანის მოქალაქე თავს კარგად გრძნობს და დღეს აბასთუმანში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

„როდესაც ირანელმა მოქალაქემ მიიღო ინფორმაცია, რომ ინფიცირებული არ იყო,  გახარებულმა გადაიკიდა ჩანთა და გარეთ მადლობის გადასახდელად გავიდა. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ საკარანტინო პერიოდი არ იყო დამთავრებული, უკან დააბრუნეს. აბასთუმანში საკარანტინო პერიოდს გაივლის და ამის შემდეგ თუ არ ექნება კორონავირუსის რაიმე სიმპტომი, გაემგზავრება, იქ სადაც მოესურვება“, – განუცხადეს ინფექციურ საავადმყოფოში „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები