LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ინფექციურში 20-მდე პაციენტი მკურნალობას განაგრძობს

170
ინფექციური
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 20-მდე პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.
საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რამდენიმე მათგანს მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები აღენიშნება.
ექვს ახალ პაციენტს კი, კორონავირუსზე დღეს გამოიკვლევენ და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. დამაკმაყოფილებელია იმ სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებსაც კორონავირუსი დაუდგინდათ.

“10 წლის წინ რომ დაგვეწყო მომზადება, სამ პაციენტს მაინც ვერ ავიცილებდით თავიდან” – თენგიზ ცერცვაძე

მათგან ტემპერატურა და ხველა მხოლოდ ერთს აღენიშნება, რაც ამ ვირუსისთვის დამახასიათებელია.

პოპულალურები