LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფექციურში სამართალდამცავი შეიყვანეს – მას მაღალი ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აღენიშნება

417
1582741561-87382532-883269225457662-4482651564334383104-o

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მესაზღვრე ქალბატონი შეიყვანეს, რომელიც სავარაუდოდ აეროპორტის თანამშრომელია.

კლინიკის საამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები აღენიშნება და ის ამ დროისთვის კვლევებისთვის ემზადება.

„ამ წუთში მას ტემპერატურა აქვს და რესპირაციული მოვლენები: სურდო, ხველა, ყელის ტკივილი. აღებულია პირველადი კვლევები და მოგვიანებით იქნება ცნობილი შედეგები”-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მკურნალობაც არ სჭირდება-მარინა ეზუგბაია

ტემპერატურა არ აქვს, ჩივილები არ აქვს, ლაბორატორიული მონაცემებით, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 პაციენტი იმყოფება, მათგან 11 პირი 27 თებერვალს, დილის შემდეგ დაემატა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 11 პაციენტიდან 5-ს უკვე ჩაუტარდა კვლევა და შედეგი უარყოფითია. ხოლო, 5 პაციენტის ტესტის დამთავრების საათი უცნობია.

ერთი ბატონია, რომელიც უკმაყოფილოა… რა პირობებში იმყოფებიან აბასთუმნის კარანტინში მყოფი პაციენტები