LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია – მარინა ეზუგბაია

98
Capture

“5 ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირების 4 შემთხვევა იმპორტირებული, ერთი კი საკარანტინე სივრციდანაა.

“5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინე სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურეუბლი შემთხვევა რჩება”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

პოპულალურები