LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბათუმიდან სამშობლოში სპეციალური რეისით გადაიყვანენ

273
BeFunky-collage (4)

ინფიცირებულ პაციენტს, რომელიც ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში იზოლაციაში იმყოფებოდა სამშობლოში სპეციალური რეისით დააბრუნებენ. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსი აჭარაში ჯამში 3 ადამიანს დაუდასტურდა.

“ჩრდილოეთ ევროპის რეგიონიდან ჩამოსულ მოქალაქეს, თავის ქვეყანაში გამოფრენამდე ჰქონდა ჩატარებული კვლევა, ოღონდ არ ვიცით როგორი მეთოდით, ინფექციაზე და მიიღო რა შეტყობინება საეჭვო დადასტურებაზე, შეგვატყობინა და გადაყვანილი იყო ინფექციურ საავადმყოფოში. ჩაუტარდა ტესტირება და აღმოჩნდა დადებითი. ქვეყანამ გამოთქვა სურვილი და აგზავნის სპეციალურ რეისს, გვიან ღამით ის დაბრუნდება თავის სამშობლოში”, -აცხადებს ზაალ მიქელაძე.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 7 პაციენტს დაუდასტურდა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 61-მდე გაიზარდა

ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ახალი პაციენტიდან 3 აჭარაშია, 4 თბილისში.

შესაძლოა, ზეგისთვის 5 ახალი გამოჯანმრთელებულიც დაგვემატოს: ნუ გეშინიათ, ყველაფერი კარგად დამთავრდება

 

 

პოპულალურები