LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფლაცია, რაც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, ანალოგიურად არის სხვაგან, მეტიც, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია – ირაკლი ქარსელაძე

54
-_e16b4

„რა თქმა უნდა, ომი ის გარემოებაა, რომელიც რეალურად ძალიან ცვლის არამარტო ეკონომიკას, არამედ კიდევ უფრო მნიშვნელოვან ასპექტებს. აქედან გამომდინარე, ინფლაცია, რაც დღეს საქართველოში შეიმჩნევა, ანალოგიურად არის სხვაგან“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, მეტიც, არის მთელი რიგი ქვეყნები, სადაც ინფლაცია კიდევ უფრო მაღალია. „ამიტომ, არ შეიძლება განყენებულად ქვეყანაში მიმდინარე ინფლაციაზე ვისაუბროთ ისე, რომ არ შევეხოთ ამ ასპექტებს. შესაბამისად, რაც ხდება მსოფლიოში, იგივე ასახვა არის საქართველოში“, – დასძინა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, საქართველო მსოფლიო თანამეგობრობის წევრი ქვეყანაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია თავის სავაჭრო პარტნიორებზე და შესაბამისად, ის ცვლილებები, რაც სამეზობლოში ხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები