LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, სამუშაო ვერსიაა და საზოგადოების გასარჩევი არ არის – შაქარაშვილის ბიძა

303
a1594626905

„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის,”- ეს განცხადება შაქარაშვილის ბიძამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, უწყებაში საქმესთან დაკავშირებული ვერსიების შესახებ ინფორმაციის მისაღებად იყო მისული.

მისივე თქმით, საქმესთან დაკავშირებული გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის ცნობილი.

„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის.

გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ველოდებით. არც ერთ კონკრეტულ თემაზე მე დღეს არ ვსაუბრობ.

ამირხანაშვილის ახალ ჩვენებაში არ ვერკვევი. ჯერჯერობით ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს. თუ რაიმე პრეტენზია წარმოიშვება, მოგმართავთ და გეტყვით, რომ დაგვეხმაროს ხალხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს მირიან ნიკოლაძე.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ უკვალოდ გაქრა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი. წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცლეებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები