LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, რომ პურის ფასი გაიზრდება, ეს ჩვენ არ გაგვიჟღერებია – ლევან სილაგავა

62
53593

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განმარტებით, მათი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის.

„ინფორმაცია, რომ პურის ფასი გაიზრდება, ეს ჩვენ არ გაგვიჟღერებია. ჩვენი კომპეტენცია პურის ფასზე და ფქვილის მარაგებზე საუბარი არ არის, ეს არის „პურის მწარმოებელთა ასოციაციის“ კომპეტენცია. ხშირად არის, რომ ჩვენ ვასოცირდებით პურთან და პურის ფასთან. ჩვენ ორი სხვადასხვა ასოციაცია ვართ. ჩვენი არის „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“, რომელიც ეხება წისქვილკომბინატებსა და ხორბლის შემოტანას, ასევე ადგილობრივი ხორბლის მიღებას. ჩვენ ვართ წისქვილკომბინატები, რომელიც ხორბალს ფქვილად და ქატოდ ამუშავებენ. „პურის მწარმოებელთა ასოციაცია“ არის ის ასოციაცია, რომელიც ფქვილს ორი ხაზიდან იღებს, ეს არის ადგილობრივი წისქვილკომბინატები და იმპორტირებული ფქვილი. შესაბამისად, მარაგები, რომელიც დღეს არსებობს, „პურის მწარმოებელთა ასოციაციის კომპეტენციაა“, – განაცხადა სილაგავამ.

მისი თქმით, პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ, წისქვილკომბინატების მუშაობის გაგრძელება არასდროს მოუთხოვიათ.

„ჩვენი აზრით, ახლო მომავალში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომ 1-ლი ივლისისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში ხორბლის მოსავლის აღებისთვის გარკვეულწილად მომზადდეს ადგილობრივი წისქვილკომბინატები, რომ მათ დაფქვან ადგილობრივი ხორბლის მოსავალიც და შემდგომში არ გაჩერდნენ. ასე არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ ჩვენ დავფქვათ ხორბლის მოსავალი და შემდეგ ისევ გავჩერდეთ. ამისთვის გვინდა შემდგომი გარემოს პროგნოზირება, რადგან სამსახურებსაც ვერ ვეტყვით, ერთთვიანი მუშაობა გექნებათ და მერე აღარ იმუშავებთ. ეს არის პრობლემა და ამის თაობაზე ვმუშაობთ. არცერთ ეტაპზე ჩვენს ინდუსტრიას არ მოუთხოვია მუშაობის გაგრძელება პურის ფასის გაძვირების სანაცვლოდ, ჩვენ ამას არც მომავალში ვაპირებთ. ჩვენი ყველა შეთავაზება აგებულია მოთხოვნის და იმ მექანიზმების შექმნით, რომელიც არც პურის ფასს გააძვირებს, არამედ სტაბილური მუშაობის საშუალებას მოგვცემს და მარაგების შექმნის შესაძლებლობაც იქნება“,- განაცხადა სილაგავამ.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების ხორბლის მარაგს, მისი თქმით, ეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და მათი ცნობით, სავარაუდოდ, მარაგი 130 ათასი ტონაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები