LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფორმაცია, რომელსაც აზერბაიჯანში გამგზავრებამდე უნდა გაეცნოთ: როგორ გადავკვეთოთ საზღვარი

415
Baku-City

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის მოქალაქეების გარდა, საჰაერო გზით შესვლის უფლება აქვთ შემდეგი კატეგორიის პირებს: დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულოების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს; უცხოელებს, რომელთა ოჯახის წევრები (მეუღლე, მშობელი და შვილი) არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები; უცხოელები, რომლებიც ფლობენ აზერბაიჯანში მუშაობის უფლებას; მუდმივი ან დროებითი ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელები; ყველა მგზავრი უნდა ფლობდეს ამობეჭდილ PCR ტესტის ნეგატურ პასუხს, გაცემულს არაუგვიანეს 48 საათისა რეისამდე. სრული ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე.

სახმელეთო საზღვარი კვლავ დაკეტილია. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სახმელეთო საზღვრის კვეთა შეუძლებელია.

სახმელეთო საზღვრის კვეთის თხოვნით, დაინტერესებულმა პირმა (მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქემ) უნდა მიმართოს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს.

საკონტაქტო ინფორმაცია: Tbilisi, 4, Vahtang Gorgasali street, Phone: (995 32)224-22-20, Fax: (995 32)224-22-33

E-mail: [email protected]

ხოლო, აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნების მსურველებმა, უნდა მიმართონ ქ. ბაქოში საქართველოს საელჩოს, წინასწარი რეგისტრაციისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზღვრის კვეთა შეუძლებელია.

ქ. ბაქოში საქართველოს საელჩოს საკონტაქტო ინფორმაცია: Теl: (+99412) 497 45 60 (ext./daxili17 or 18), Hotline: (+99450) 2500716 (or 10), Fаx: (+99412) 497 45 61

E-mail: [email protected]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები