LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინგა გრიგოლია შემხვდა და მითხრა, სასწაული შვილები გეყოლებათო… ბევრი სასაცილო ისტორია იყო” – რა კურიოზს იხსენებს ნოდიკო ტატიშვილი

167
BeFunky-collage (7)

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა და მარიამ როინიშვილმა გადაცემაში “ფარული კონვერტი” ის პერიოდი გაიხსენეს, როდესაც მიუზიკლში „ჩხიკვთა ქორწილი“ დაამტკიცეს და მათი მეგობრობა დაიწყო, რასაც არაერთი ჭორი მოყვა.

როგორც მარიამ აღნიშნა, ამ პერიოდიდან ის და ნოდიკო ძალიან ბევრჯერ დააქორწინეს, თუმცა მომღერალმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ უახლოესი მეგობრები არიან.

“ძალიან ბევრჯერ დაგვაქორწინეს. ჩვენ სულ მტკიცებაში ვიყავით, რომ ნამდვილი მეგობრები ვართ და დღემდე ესეა”.- ამბობს მარიამ როინიშვილი.

“ინგა გრიგოლია შემხვდა და მითხრა, რომ ძალიან მიხარია შენი და მარიამის ამბავიო. ისე მიხარიაო, თან ერთმანეთს უხდებითო, მღერითო. სასწაული შვილები გეყოლებათო. მე ვუთხარი, რომ ტყუილია ეს ამბავი. არ არისო ტყუილიო. ბევრი სასაცილო ისტორია იყო. მართლა, მარიამი არის ჩემი მეგობარი. მიყვარს”- თქვა ნოდიკო ტატიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები