LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: “ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო, ვინ და რატომ მისმენდა ტელეფონზე…”

191
BeFunky-collage (8)

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებს ეხმიანება და წერს, რომ სამართლებრივ ბრძოლას აპირებს.

ცნობისთვის, ჟურნალისტების ნაწილი ადასტურებს, რომ 13 სექტემბერს გავრცელებულ ე.წ. სუს-ის ჩანაწერებში მათი საუბრის ფრაგმენტებია ასახული.

ინგა გრიგოლია წერს:

“მოკლედ,მეგობრებო, მე ვაპირებ ვიჩივლო და სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოვითხოვო,ვინ და რატომ მისმენდა ტელეფონზე, რატომ აქვს სუსს ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერები.

იდეა დღევანდელ ,,რეაქციაში.. ადვოკატმა Zviad Kordzadze -მ მომაწოდა,ხოდა ,ზვიადსვე ვთხოვე სტუდიაშივ,დაიცვას ჩემი უფლებები. ვინც ჩემსავით ფიქრობთ, დავიგეგმოთ! ზვიადს მადლობა იდეისთვის✌️”,- წერს ინგა გრიგოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები