LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა მამუჩიშვილი პლაქვენილის შესახებ: ,,ვისაც აუტოიმუნური დაავადება აქვს, თვითნებურად არ მოიხსნას ეს მედიკამენტი!..”

123
inga-mamuchishvilinewssss

ცნობილი პედიატრი, ინგა მამუჩიშვილი წერს პლაქვენილის შესახებ და აღნიშნავს, რომ კოვიდინფექციის გავრცელების დასაწყისში ექიმები ძალიან დაბნეულები იყვნენ და რა საშუალებებიც ჰქონდათ, ვირუსს იმით ებრძოდნენ…

“სიმართლე უნდა ითქვას, უამრავი ადამიანი მირეკავს, მათ შორის რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირიდან და სხვა აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც წლებია უკვე მოიხმარენ პლაქვენილს (ჰიდროქსიქლოროქინს), ამიტომაც მინდა აქ დავწერო ყველას გასაგებად…

წარმოიდგინეთ, სახლში რომ შემოგივარდეთ ქურდი და დაიწყოს თქვენზე ძალადობა, როგორ მოიქცევით?? შესაბამისად, თავდაცვის მიზნით, რაც ხელში მოგხვდებათ, ნებისმიერი საგნით დაიწყებთ მის მოგერიებას, ხო მართალია??? ასე იყო sars-cov-2 ვირუსი, უხილავი მტერი, რომელმაც შეცვალა სამყარო, უმოწყალოდ დაიწყო ადამიანების ხოცვა, შეგვიცვალა სოციალური უნარ-ჩვევები და უამრავი გარდატეხა მოახდინა ჩვენში, მე ექიმები არასდროს არ მახსოვს ასეთი დაბნეულები და უმწეოები (პანდემიის დასაწყისში), არ იყო გამოცდილება, კვლევები, სიკვდილი სიცოცხლეს ამარცხებდა და ამ დროს პლაქვენილმა დადო დადებითი კლინიკური შედეგები, თითქმის ყველა ქვეყანა იყენებდა, როგორც ანტივირუსულ პრეპარატს, რა დროს კვლევა და მტკიცებულებები იყო, ან ინტერვენციული მიდგომა, ენიშნებოდათ პაციენტებს და ახლაც უამრავ ქვეყანაში, ჯანმო-ს განცხადების შემდეგაც, რომ პლაქვენილი ამოღებულია კოვიდ-19-ის მკურნალობის სქემიდან, ჯერ კიდევ იყენებენ… თუმცა ამ ეტაპზე უამრავმა ქვეყანამ და მათ შორის საქართველომ შეაჩერა მისი გამოყენება, პრეპარატის გვერდითი მოვლენების გამო, რაც დადასტურდა კვლევებით…

მეგობრებო, ეს გვერდითი მოვლენები განვითარდა კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებში (საქართველოში, როგორც ვიცი, გართულებებს ადგილი არ ჰქონია).

✅არ შეგეშინდეთ სისტემური აუტოიმუნური დაავადებების მქონე პაციენტებს, რომლებიც იმყოფებით პლაქვენილოთერაპიაზე!!! არ მოხსნათ თვითნებურად, ეს თქვენ არ გეხებათ, თქვენთვის საჭიროა ეს მედიკამენტი! გააგრძელეთ დანიშნულება და აკონტროლეთ თქვენი დაავადების მიმდინარეობა,ექიმის მეთვალყურეობით!ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას❤️”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები