LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინგა, რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს“ – ნიკოლოზ რაჭველის ემოციური მიმართვა

62332
BeFunky-collage (18)

მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის გადაცემის “რეაქცია” გუშინდელ თემას ეხმაურება და ინგა გრიგოლიას მიმართავს.

გადაცემაში  შეჭირვებულ ადამიანებზე გასული სიუჟეტის შემდეგ ნიკოლოზ რაჭველი წერს, რომ არაფრის ხალისი აღარ აქვს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

“TV პირველზე “რეაქციას” ვუყურებ და აივნიდან მინდა გადახტომა…

მრცხვენია რომ მაქვს საჭმელი, რომ შემიძლია თავს უფლება მივცე რესტორანში ვივახშმო, რომ შემიძლია მანქანაში ბენზინი ჩავასხა…

გულქვა საზოგადოების გულქვა წევრი ვარ მეც და ყველანი ჩვენ…

ძალიან ძალიან ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი…

პოლიტიკოსებზე, ბიზნესის მკეთებლებზე, ღონისძიებებსა და ნაძვის ხეებზე, უსაგნო ხარჯვებსა და გულგრილობებზე არაფერს ვიტყვი, უიმედოდ დარჩენილი

ადამიანების შესახებ ნაჩვენები სიუჟეტების ფონზე რაც თავში მომდის ეთიკის ნორმებს ვერ ვუსადაგებ…

მაგრამ არანაკლები დანაშაულის პასუხისმგებლობას საკუთარ თავს და ჩემნაირ ადამიანებს ვაკისრებ, რადგან თურმე ასეთი გადაცემები მჭირდება

გასაცნობიერებლად, რომ მეც ერთი ჩვეულებრივი ეგოისტი ვარ…

მერე რა, რომ მუსიკას ვწერ ან ვასრულებ…….

ინგა გრიგოლია რას მერჩოდი?! აღარაფრის ხალისი აღარ მაქვს ისეთი თანაგანცდა მაგრძნობინე ჩემი ქვეყნის განწირული შვილების მიმართ…

და მაინც, ღმერთო, მაპატიე რომ მათთან

შედარებით ბევრად კარგად ვარ და ყოველდღიურ მადლიერებას გაკლებ სხვადასხვა წუხილებით თუ უკმაყოფილებებით…

P.S. პირველი 20 კომენტარის წაკითხვის შემდეგ ვარედაქტირებ, ანუ ვამატებ:

მე ნუ შემაქებთ! ყველაზე მატად ის კომენტარი მეამა, სადაც მითხრეს სტატუსის გამოქვეყნებას თავად იმოქმედეო. ეს ის შემთხვევაა, რომ ჩემი მისამართით

განკუთვნილი არც ერთი გული არ მანუგეშებს… ამავდროულად გულწრფელი მადლობა სიყვარულისთვის! განა რა შეედრება სრულიად უცნობი ადამიანებისგან ასეთი სიყვარულის და გულშემატკივრობის შეგრძნებას… მაგრამ… მაგრამ… მ ა გ რ ა მ . . .”-წერს ნიკოლოზ რაჭველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები