LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისურის ცოდნით საქართველო ბოლოდან მე-3 ადგილზეა

363
E812FEE7-0556-4687-BD72-2731125440CF-w1597-n-r1-st

ინგლისური ენის ფლობის შესახებ ინფორმაცია „ეხო კავკაზა“-მ  Education First-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩაატარა, მოიცავდა ევროპის 100-მდე ქვეყანას და გამოიკითხა 2.3 მილიონი მოქალაქე. გამოკითხულთა ასაკი 23 წელი იყო და უცხო ენის ინდექსის მაჩნენებლის დონის დადგენას ისახავდა მიზნად.

აღნიშნულ კვლევაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აზერბაიჯანსა და თურქეთში დაფიქსირდა. მათ რიცხვს აგრძელებს საქართველოც. უფრო კონკრეტულად კი ქართველები ინგლისური ენის ფლობის ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით 56-ე ადგილზე აღმოვჩნდით.

„აქ არის ინგლისური ენის ცოდნის დაბალი დონე. საქართველო უსწრებენ ბელარუსი, რუსეთი და უკრაინა“, – ნათქვამია გამოცემაში.

საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ლიდერ ქვეყნებს შორის არის ნიდერლანდები, შვედეთი და ნორვეგია, ხოლო ბოლო ადგილზეა ლიბია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები