LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინოვაციური სამოსის წყალობით სმენადაქვეითებულები მუსიკის მოსმენას შეძლებენ

298
the-sound-sheet

სტარტაპის Cute Circuit-ის ორიგინალური სამოსი, რომელიც სმენადაქვეითებულებს მუსიკის მოსმენაში დაეხმარება, ერთი შეხედვით სპორტულ ქურთუკს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში, მეტად პრაქტიკული კოსტუმია, რომელიც ვიბრაციად აქცევს კლასიკურ მუსიკას.

ინოვაციურ სამოსზე, რომლის შემუშავებაში Cute Circuit-ს ჰამბურგის ორკესტრი Junge Symphoniker ეხმარებოდა, სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის შესაბამისი ხმის გადამცემია მოთავსებული (მაგალითად, ვიოლინოს „შეგრძნება“ მხრებით შეიძლება). ხმა ტანსაცმელს უსადენო შეერთებით მიეწოდება და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ინტერპრეტირდება, ანუ ორკესტრის დაკვრისას სისტემა აქტიურდება და მუსიკის ინტენსივობის შესაბამისი ვიბრაცია წარმოიქმნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები