LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინსპირაცია“ – ქართული ბრენდი, რომლის სამოსსაც იტალიასა და საბერძნეთშიც ყიდულობენ

737
120403642-2724533424460925-8877098827201609547-o

ვიღაც უკრავს, ვიღაც ქმნის მუსიკას და .; ჩვენ კი ვქმნით ტანისამოსს ეს არის მთავარი სლოგანი ბრენდის, რომელიც უკვე 2 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მის ფარგლებს გარეთაც პოპულარულია.

ინსპირაციაქმნის ტანსაცმელს თქვენთვის, როგორც საკუთარი ხედვით, ისე თქვენი გემოვნებით. ბრენდის დამფუძნებელი მარი კალანდაძე-ჭყონია ამბობს, რომ ემოცია, განსხვავებულობა, ინდივიდუალიზმი, თავისუფლება – ეს ჩანს ყოველთვის ტანისამოსში და „ინსპირაციაც“ ყოველთვის ცდილობს, სწორედ მომხმარებლის ინტერესებსა და გემოვნებას მოერგოს.

„სხვა ბრენდებისგან ჩვენი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, ალბათ, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა. ამ 2 წლის მანძილზე არც ერთი გაბრაზებული მომხმარებელი არ გვყოლია, ვინაიდან, ჩვენი თანამშრომლები ყოველთვის ითვალისწინებენ მათ მოთხოვნებსა და აზრებს და ამის შედეგად იქნება ისეთი სამოსი, რომლითაც ყველა კლინტი კმაყოფილია“ – უყვება „ფორტუნას“ მარი კალანდაძე-ჭყონია.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო, „ინსპირაცია“ ონლაინ გაყიდვებზეა გადასული, თუმცა ბრენდი ფლობს მაღაზიას თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ „აუთლეტში“, ასევე ქალაქ ბათუმში. გარდა ამისა, „ინსპირაციას“ მთავარი შოურუმი და სამკერვალო საწარმო განთავსებულია ვაკეში, ნაფარეულის ქუჩაზე.

„პანდემიის პერიოდშიც კი, ჩვენი ერთგული მომხმარებლების მხრიდან, არ წყდება შეკვეთები. გარდა იმისა, რომ „ინსპირაციას“ სამოსი მოთხოვნადია ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენ გვაქვს შეკვეთები უცხოეთიდანაც. ქართველი ემიგრანტები იტალიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებში, ასევე იცვამენ „ინსპირაციას“, – აღნიშნავს მარი კალანდაძე-ჭყონია.

მისივე ინფორმაციით, ბრენდი ამ ეტაპზე, ძირითადად, ქალის სამოსზე მუშაობს და ქმნის მინიმალისტური და ურბანული სტილის ტანსაცმელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები