LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-ით მილიონობით მომხმარებელი ვერ სარგებლობს

232

Instagram-ზე სოციალური მედიის ასობით მომხმარებლისთვის შეუძლებელია სურათის გაზიარება და ამავდროულად ვებ გვერდზე შესვლა. ვებ გვერდი DownDetector- ის განცხადებით, პრობლემები დაიწყო ბრიტანეთის დროით 8:16 საათზე,  ნიუ იორკში 3:16 საათისთვის და სიდნეის დროით კი  5:16 საათზე.

ვებ გვერდის განახლებების კომენტირებისას ასევე, გამოვლინდა პრობლემები კალიფორნიაში, ინდონეზიაში, ინდოეთსა და რუმინეთში.

თითქმის ერთი საათის შემდეგ მომხმარებელი ჯერ კიდევ შეცდომის შეტყობინებებს იღებდა, როდესაც ისინი ცდილობდნენ ვებ გვერდის ჩატვირთვას.

სოციალური ქსელის პრობლემა დიდ ბრიტანეთში 8:16 წუთზე დაიყო და დაახლოებით ნახევარზე მეტი ანგარიშები, News Feed-ები არ მუშაობდა, ხოლო დამატებითი 30%-ს შესვლის პრობლემა ჰქონდა.

ამავდროულად, მომხმარებელთა 18% ჩიოდა, რომ ვებგვერდი მიუწვდომელი იყო.

Instagram-ის მიერ, რომელსაც მილიონობით მომხმარებელი ჰყავს, პრობლემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები