LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Instagram-ზე „სთორის“ გაზიარება შეზღუდული აუდიტორიისთვისაც არის შესაძლებელი

instgram-stories-how-to-800x533
Instagram-მა „სთორის“ ახალი ფუნქცია შესძინა. ამიერიდან ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებლები ე.წ. სთორის გაზიარებას წინასწარ შერჩეული აუდიენციისთვის შეძლებენ.

ფოტო ან ვიდეო გადაღების შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას, რომელსაც მწვანე წრეში ჩასმული ვარსკვლავის ფორმა ექნება. მისი არჩევის შემდეგ კი ახლო მეგობრებს (Close Friends) მონიშნავთ, რომელთანაც „სთორის“ გაზიარება გსურთ.

ჯერ უცნობია რა გამოხმაურება ექნება Instagram-ის ახალ ფუნქციას, თუმცა სხვა პლატფორმების მიერ შეთავაზებულმა მსგავსმა სერვისმა წარსულში აღიარება ვერ მოიპოვა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Instagram-ს მალე ახალი დიზაინი ექნება.

Instagram-ი 2010 წელს დაფუძნდა. 2012 წელს აპლიკაცია Facebook-მა $1 მილიარდად შეიძინა. დღევანდელი მონაცემებით ფოტოების გაზიარების პლატფორმის მომხმარებელთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები