LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ინსტაგრამის” პოპულარული ჰეშტეგები თვითიზოლაციის მარტივად დასაძლევად

482
5e78b40575bca

ახალმა მოძრაობამ #stayathome მილიონობით ადამიანი გააერთიანა, რომელთაც ნებისმიერ სიტუაციას მორგებული ჰეშტეგებით გადაწყვიტეს ერთმანეთის მხარდაჭერა. გთავაზობთ ,,ინსტაგრამის” ყველაზე პოპულარულ ჰეშტეგებს კარანტინის მარტივად დასაძლევად.

#stayathome / #yomequedoencasa

თვითიზოლაციის ძლიერი კამპანიის წყალობით, მოძრაობამ #stayathome და #yomequedoencasa მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. დღეს ჰეშტეგს 1,5 მლნ. ადამიანი იყენებს, მთელ მსოფლიოში აგროვებს ინფორმაციას თვითიზოლაციის მეტ-ნაკლებად მსუბუქად გადატანის მეთოდებზე,  კონტაქტების შეზღუდვის აუცილებლობაზე და საკუთარ მაგალითზე აჩვენებს როგორ შეიძლება სახლში სამუშაო გარემოს ეფექტურად მოწყობა.

#dancersofinstagram

თუ სახლში საცეკვაო მარათაონის მოწყობა გადაწყვიტეთ, მაშინ ჰეშტეგით #dancersofinstagram მოგროვილ ინფორმაციას, პროფესონალთა და მოყვარულთა რჩევებს,  საუკეთესო ქორეოგრაფების ვიდეორგოლებს მიმართეთ კლასიკური საბალეტო დადგმებითა და რთული საცეკვაო ილეთებით.

#plantsmakemehappy #plantsplantsplants

მათ, ვინც ქალაქის ცენტრში ცხოვრობს, ძალიან გაუჭირდება პეიზაჟებით დატკბობა, თუმცა ჰეშტეგით и #plantsmakemehappy ან #plantsplantsplants გაერთიანებული მილიონობით ადამიანი, რომლებიც საკუთარი ოთახის მცენარეების ფოტოებს აქვეყნებენ და მოვლის წესებს ჰყვებიან, მათაც სთავაზობს გამოსავალს. როგორც აღმოჩნდა, ოთახის მცენარეების მოვლა – გულის გადაყოლების საუკეთესო საშუალებაა.

#viewfrommywindow

ჰეშტეგი #viewfrommywindow არაჩვეულებრივ ხედებს აგროვებს მთელი მსოფლიოდან, ასე რომ თუ ნიუ-იორკში გინდათ მოგზაურობა ან პარიზულ ეზოში შესეირნება, აუცილებლად მიმართეთ მათ შეთავაზებას.

#athomeworkouts

ის, ვინც ნაკლებად მობილური რეჟიმის დროს ჭარბი კილოგრამების მომატებას უფრთხის, ისევ Instagram-ს უნდა მიმართოს, სადაც 500 000-ზე მეტი ვიდეორგოლია თავმოყრილი ნებისმიერ მსურველს მორგებული ვარჯიშებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები