LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტელექტი ბავშვს დედისგან გადაეცემა, მამა კი არაფერ შუაშია

313

რამდენად ჭკვიანი იქნება ბავშვი, ამას დედის გენეტიკა განსაზღვრავს, მამას კი მნიშვნელობა არ აქვს – მკვლევარების დასკვნას „ინდეფენდენთი“ ავრცელებს.

მეცნიერები აღნიშნულს შემდეგით ხსნიან – ინტელექტის გენს X ქრომოსომა ატარებს, ქალები კი ორი X ქრომოსომის მატარებლები არიან, კაცები – ერთის. ამასთან, მამისგან გადმოცემული ინტელექტი, შესაძლოა, საერთოდ გაქრეს.

ლაბორატორიულმა კვლევებმა, რომელიც გენეტიკურად მოდიფიცირებულ თაგვებზე ჩაატარეს აჩვენა, რომ დედის გენების გადაჭარბებული დოზით თაგვებს უფრო დიდი თავი და ტვინი ჰქონდათ, მამის გენების დიდი დოზით კი – უფრო დიდი სხეულები.

მკვლევარებმა თაგვების ტვინის 6 სხვადასხვა ნაწილში გამოარჩიეს უჯრედები, რომლებიც შეიცავდნენ მხოლოდ დედის, ან მხოლოდ მამის გენებს და სხვადასხვა კოგნიტურ ფუნქციას განსაზღვრავდნენ, ჭამის ჩვევებს, მეხსიერებას და ა.შ.

უჯრედები მამის გენით მდებარეობდა ლიმბურ სისტემაში, რომელიც ჩართულია ისეთ ფუნქციებში, როგორიცაა სექსი, ჭამა და აგრესია, თუმცა მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს მამის გენების შემცველი უჯრედები თავის ტვინის ქერქში, რომელიც უფრო მეტ კოგნიტურ ფუნქციას აკონტროლებს – მაგალითად, ფიქრს, ენას, რამის დაგეგმვას.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, ადამიანების შემთხვევაში სულ სხვანაირად ყოფილიყო საქმე, მკვლევარებმა გამოკითხეს 1994 წლიდან დაბადებული 14-დან 22 წლამდე 12,686 ახალგაზრდა. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინების მიუხედავად, მათ შორის – მონაწილეების განათლებისა და მათი სოციო-ეკონომიკური სტატუსის, მკვლევარების ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ ინტელექტის მთავარი გადამცემი მათთვის დედა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები