LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტდამოკიდებულება ჯანმრთელობისთვის საზიანოა

107

სოციალური ქსელებისა და პირადი ფოსტის ხშირად შემოწმება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ამ საკითხს ბრიტანელი სოციოლოგები რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდნენ. მათი აზრით, თანამედროვე რეალობაში ინტერნეტი კიდევ ერთი მავნე ჩვევაა და მას გულის უკმარისობის, ჰიპერტენიისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის პრობლემების გამოწვევა შეუძლია.

საქმე ისაა, რომ ინფორმაციის შემოწმების დროს ადამიანი დიდ სტრესს განიცდის, რადგან არ სურს, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გამორჩეს. შედეგად, უამრავ მომხმარებელს ინტერნეტდამოკიდებულებაც კი უნვითარდება. ამიტომ, მისი დამარცხება ხშირად სპეციალისტების გარეშე ძალიან რთულია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები