LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” სამუშო ვერსია გავრცელდა, დაწყებულია მოკვლევა

770
tumblr-b99001422b2af8d8dc7d6fb46e8972af-bba7312e-640-5dc6c28c7e6ba

ფილმ ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” პროფიუსერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ინტერნეტში ფილმის არასრული სამუშაო ვერსია გავრცელდა. მისივე თქმით, ის ავტორიზაციის გარეშეა მოპოვებული და მისი გავრცელება მნიშვნელოვნად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას. ასევე, ამცირებს შანსს ოსკარების დაჯილდოებაზე.

მომხდართან დაკავშირებით უკვე მიმართეს საგამოძიებო უწყებებს. დაწყებულია მოკვლევაც.

,,მოგმართავთ ფილმის გულშემატკივრებსა და მაყურებლებს, ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.

ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე.

აქციების პარალელურად ფილმმა ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” კიდევ ერთი ჯილდო მოიგო

გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში. დიდ მადლობას გიხდით, ბოლო პერიოდში, ფილმის მიმართ გამოხატული აქტიური თანადგომისთვის და ახლაც მოგიწოდებთ, დაგვიდგეთ გვერდით!

საქართველოს კინოთეატრებში ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცკვეთ” პრემიერის მესამე დღეა.ფილმის ჩვენება დღესაც სამართალდამცველების გაძლიერებული კორდონის ფონზე ჩაივლის. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

სირცხვილია ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს – 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები