LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი: სამწუხაროდ, ევროპარლამენტშიც კი არიან პრორუსი დეპუტატები

79
რატი იონათამიშვილი

“როცა საერთაშორისო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი, რატი იონათამიშვილი წერს.

იონათამიშვილი ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოსა და ომში ჩართვის რიტორიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აქვე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები ევროპარლამენტშიც კი არიან:

“ომის კამპანიამ არ გაამართლა და თავის მართლების კამპანიაზე გადავიდნენ იმის ნაცვლად, რომ გამიჯნოდნენ შიდა და გარე აქტორების მოწოდებებს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

რომ ჰკითხოთ, საქართველოს არჩეული ხელისუფლება არ წარმოადგენს საქართველოს და დასავლეთში არსებული ცალკეული ძალა, ან ძალები მთლიანად დასავლეთს წარმოადგენენ?! მაშინ, როდესაც ევროპარლამენტშიც კი არიან, სამწუხაროდ, პრორუსი დეპუტატები.

რუსეთი რომ ოკუპანტია, ამას კამპანია არ სჭირდება, ეს არის ფაქტი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტულ ვერდიქტში ჩაიწერა ქართული ოცნების ადვოკატირებით და ოფიციალურად დაერქვა რუსეთის აგრესიას ოკუპაცია, რუსეთს კი – ოკუპანტი!

მაგრამ, როცა საერთაშორისო სასამართლოები და მთავარი პარტნიორები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებენ რუსეთს, ესენი ცდილობენ რომ პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს ხელისუფლებას; როდესაც ჩვენ სტრასბურგში და ჰააგაში ვიგებთ საქმეებს, ესენი ცდილობდნენ რომ ომის დაწყება დააბრალონ ქართველ სამხედროებს და როდესაც ჩვენ ომში ჩართვისკენ მოწოდებისთვის ვაკრიტიკებთ ცალკეულ პირებს, ესენი ცდილობენ რომ დასავლეთთან დაპირისპირებად წარმოაჩინონ ამ მოწოდებების არგაზიარება.

ყველაფერი ეს არის ქვეყნის ღალატი და როგორც პოლარიზაცია ქართული პოლიტიკიდან გადავა ნაცმოძრაობის შიგნით, ისე მათი თვითაღიარების კამპანია დასრულდება თვითგანადგურების კამპანიით”, – წერს იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები