LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone 8-ის საქართველოში შემოსვლის თარიღი და ფასი უკვე ცნობილია

585

როგორც იცით, 12 სექტემბერს, კომპანია Apple-მ ერთგულ თაყვანისმცემლებს სამი ახალი სმარტფონი – iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X (იგივე iPhone 10) წარუდგინა. ამ დღეს არამარტო აღნიშნული ბრენდის, არამედ სრულიად ტექნო-სამყაროს წარმომადგენლები მოუთმენლად ელოდნენ.  დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, ბაზარზე ახალი სმარტფონების გამოჩენას საქართველოშიც ელიან.

როგორც ”ფორტუნას”  ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Iphone+ ში განუცხადეს, iPhone 8 და iPhone 8 Plus ჩვენს ქვეყანაში 21 სექტემბრიდან გაიყიდება, iPhone X (იგივე iPhone 10)  კი – 3 ნოემბრიდან.

”რაც შეეხება ახალი სმარტფონების ღირებულებას, iPhone X-ის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა iPhone 8-ის ექსკლუზიური ღირებულება 5555 ლარი იქნება. რამდენიმე დღეში სმარტფონი, ბუნებრივია, გაიაფდება და 2000 ლარი ეღირება”, – განმარტეს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Iphone+ ში.

გავრცელებული ინფორმაციით, iPhone X-ის სავარაუდო ღირებულება საქართველოში, პირველ დღეებში, 9999 ლარი იქნება.

შეგახსენებთ, iPhone 8 და iPhone 8 Plus – ორივე მოდელი სამ ფერში იქნება ხელმისაწვდომი: ვერცხლისფერში, ნაცრისფერსა (მუქი ნაცრისფერი, თითქმის შავი) და ოქროსფერში (ვარდისფერის ელფერით). 4s-ის მსგავსად, ისინი სარკის ზედაპირით იქნება წარმოდგენილი. iPhone Х კი – ერთ დროს პოპულარულ iPhone 4/4s-ს მოგვაგონებს. ხელმისაწვდომი იქნება ვერცხლისფერ და ნაცრისფერ ტონალობებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები