LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

iPhone-ის მოყვარულებს 2020 წელს სიახლეები ელით – 4 ახალი მოდელი გამოვა

1048
191202162429-02-apple-iphone-11-file-super-tease

2020 წელი iPhone-ის მოყვარულებისთვის სიახლეებით დაიწყება. ამერიკული კომპანია Apple მომდევნო წელს 4 ახალ მოდელს წარადგენს. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მოდელი OLED-ეკრანიანი იქნება და აუცილებლად ექნება 5G მხარდაჭერა. ამის შესახებ cnn.com იუწყება.

როგორც ცნობილი გამოცემა JPMorgan– ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, iPhone-ის ახალი მოდელები ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება. მოდელებს განსხვავებული ზომის ეკრანები ექნება – არსებული ინფორმაციით, ერთი იქნება -5.4 დიუმით, მეორე 6.7 დიუმით და ორიც – 6.1 ინჩით. ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Apple აუცილებლად გამოუშვებს არაძვირადღირებულ iPhone-საც, რომელიც iPhone 8-ის მსგავსი იქნება.

მას უკვე უწოდეს დიზაინის გამარჯვებული - გაიგეთ მეტი Nokia Edge 2019-ის შესახებ

ბევრი ფიქრობს, რომ ეს უკანასკნელი Nokia– ს საუკეთესო ქმნილებაა

გარდა ამისა, Apple-მა შესაძლოა ბიზნესმოდელიც შეცვალოს და უკვე 2021 წლიდან iPhone წელიწადში ორჯერ გამოუშვას.

რაც შეეხება თავად 5G ტექნოლოგიას, მის დანერგვაზე Apple-ის გარდა, სმარტფონების მწარმოებელი სხვა მსხვილი კომპანიებიც მუშაობენ, მათ შორის: „სამსუგი“. 5G უნივერსალური ტექნოლოგია წარმოადგენს მომავლისკენ გადადგმულ ნაბიჯს და გვაძლევს მომავალის კომუნიკაციით სარგებლობის საშუალებას, ადამიანებთან და ტექნოლოგიურ მოწყობილობებთან. აღსანიშნავია, რომ 5G ტექნოლოგიების დანერგვა მისცემს მეტ შესაძლებლობებს სმარტფონებს და ხელს შეუწყობს ახალ, მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ მიღწევებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები