LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IPN-ის ფოტოკორესპონდენტი, რომელსაც თავს დაესხნენ, კლინიკაში გადაიყვანეს, მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული

62
715x400 (3)

დღეს განვითარებული მოვლენების გამ, მედიის კიდევ ერთი დაშავებული წარმომადგენელი კლინიკაში გადაიყვანეს.

IPN-ის ინფორმაციით, ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც “ღირსების მარშის” მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და გამოკვლევების შედეგად, ტვინში სისხლჩაქცევები აღენიშნება.

“ინტერპრესანიუსთან” ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან ბესელია საუბრობს და ამბობს, რომ გიორგი ნიკოლიშვილის მდგომარეობა საყურადღებო, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურია:

“ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა არის საყურადღებო. კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული.” – თქვა მან.

შეგახსნებეთ, დღეს კონტრაქციის მოწინააღმდეგეები განსაკუთრებული აგრესიით სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების მიმართ გამოირჩეოდნენ.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 20-მდე ჟურნალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები