LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი დაიწყო

120

„საქართველოს ბანკმა“ მომხმარებლებისთვის იპოთეკურ სესხზე აქციის დაწყების შესახებ განაცხადა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ის ვინც ისარგებლებს იპოთეკური სესხით 2018 წლის 1 სექტემბრამდე – სესხის გადახდას დაიწყებს 2019 წელს. აქციის ფარგლებში, იპოთეკური სესხის ევროს ვალუტაში სარგებლობისას, მომხმარებელი ისარგებლებს სპეციალური საპროცენტო განაკვეთით, რომელიც შეადგენს – 4%-ს (ეფექტური 4.5%-დან).

„იპოთეკურ სესხზე ევროპული დასვენების სეზონი, მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს მოცემულ პერიოდში მეტი თავისუფლებით განკარგოს საკუთარი ფინანსური სახსრები“ – ნათქვამია „ბანკის განცხადებაში“.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, იპოთეკური სესხით სარგებლობა შესაძლებელია, შემდეგი მიზნობრიობით: საცხოვრებელი ბინის, მიწის ნაკვეთის, აგარაკის, საოფისე ფართის შეძენის, ასევე ბინისა და სახლის მშენებლობის მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები