LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობის უახლოეს სხდომაზე დამტკიცდება

315
5e1af61452a64

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა მთავრობის უახლოესი სხდომის შემდეგ დამტკიცდება. ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ “ფორტუნას” ეთერში იპოთეკური სესხების ანტიკრიზისული პროგრამის პირობებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამ ეტაპზე დადგენილების დრაფტი მზად არის და ამის პარალელურად მიმდინარეობს პროექტის პირობებზე მუშაობა.

“დრაფტი მზად არის. ველოდებით საბოლოოდ მთავრობის სხდომას, რომ გავიდეს პროექტი და ხელი მოეწეროს დადგენილებას. ამის პარალელურად “აწარმოე საქართველოსთან” მიმდინარეობს კონტრაქტის პირობებზე შეთანხმება და შემდგომ ნაბიჯებზე აქტიური მუშაობა”, – განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს

“ფორტუნას” კითხვაზე, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს სამშენებლო კოპანია, რომ ისარგებლოს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამით, ალექსანდრე ძნელაძემ განმარტა, რომ დეტალები ჯერ კიდევ დგინდება, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კორპუსი 20%-ით უნდა იყოს აშენებული და ბინას ჰქონდეს საკადასტრო კოდი.

მთავრობა მოქალაქეებს აძლევს სტიმულს, რომ აიღონ იპოთეკური სესხები და თან არ ვიცით ხვალ რა იქნება - გიორგი კეპულაძე

საქართველოს მთავრობამ დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭრის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა იპოთეკური სესხის 4%-ს დაასუბსიდირებს. იგი შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება.

როგორც ცნობილი გახდა, სუბსიდია შეეხება მათ, ვინც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან 2021 წლის 1-ელ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს; სესხის საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსება იქნება 4%;

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომლებიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას; სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად, სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე,

უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი - ანა გაგუა

AREA.GE -ის პროგნოზით, უძრავი ქონებაზე ფასების ზრდა არ არის მოსალოდნელი

სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

აღსანიშნავია, რომ მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებაზე 70 მილიონ ლარს დახარჯავს. საერთო ჯამში კი სამშენებლო სექტორის დახმარების გეგმის ბიუჯეტი 434 მლნ ლარია.

როგორც პრემიერმა განაცხადა, ამით მთავრობა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები