LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილის პარტიაში დაბრუნება სერიოზული შევსება იქნებოდა – დიმიტრი ხუნდაძე

133
xundaze

თუ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდება, ეს სერიოზული შევსება იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ ყოფილი პრემიერმინისტრის პარტია „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო დაბრუნებაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვენი მეგობარი, ჩვენი თანამებრძოლი 2011-2012 წლებში. ვფიქრობ, ირაკლის დაბრუნება, თუკი ეს მოხდა, ეს იქნება პოზიტიური და ძველ თანაგუნდელებს შორის კიდევ ერთხელ გააჩენს განცდას, რომ ჩვენ ვართ ერთნი და თანამებრძოლები ერთმანეთს არ ვკარგავთ. ღარიბაშვილის დამსახურებიდან გამომდინარე, ეს პარტიის სერიოზული შევსება იქნება და ის გააძლიერებს პარტიულ მუშაობას.

მაქვს პოზიტიური მოლოდინი და სიამოვნებით მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები