LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ფიჯის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

94

ბანგლადეშში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეხვედრა ფიჯის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჯიკო ლუვენთან გამართა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. საუბარი, ასევე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, განათლებისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობას შეეხო. მხარეები მაღალი დონის გაცვლით ვიზიტებზე შეთანხმდნენ.

ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 1-5 აპრილს საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 136-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. ასამბლეაში მონაწილეობის პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მაღალი რანგის ორმხრივ შეხვედრებს მართავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები