LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის” ბრალდებებს პასუხობს

64
georgian-speaker

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელის” ბრალდებებს გამოეხმაურა და ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.

“ასეთი ბრალდებები მუდმივად ისმის, ყოველი არჩევნების წინ. თუ ვინმეს აქვს რაიმე ფაქტი და სადმე არის კანონდარღვევა, რა თქმა უნდა, ამისთვის არის შესაბამისი უწყებები და ნებისმიერმა ასეთმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სამართალდამცველ უწყებებს. მე ბუნებრივია რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება.

მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები, თუმცა საბოლოო ჯამში ეს ბრალდებები არასდროს არ მტკიცდება ხოლმე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჩვენს კანდიდატს „ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა: გიორგი ვაშაძე

ცნობისთვის, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, „მესამე ძალის“ მაჟორიტარ კანდიდატს სამტრედიის რაიონ ბაში-იანეთში, ნიკა საკანდელიძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა აიძულეს, მოეხსნა კანდიდატურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები