LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა თვითდაზიანება მიიყენა

147
კობახიძე სააკაშვილი

ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ „მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზები მძიმეა და ესადაგება პატიმრობიდან გათავისუფლების კრიტერიუმებს“, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება.

მისი განცხადებით, „მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა“. მისივე განმარტებით, „კრიმინალურ სამყაროში ციხეში თვითდაზიანება მიღებული პრაქტიკაა და ბუნებრივია, ასეთი რაღაცები არ უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“.

„​ემპათია არის ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, მათ დასკვნას არავითარი ფასი არ აქვს. ემპათიის გარდა, არიან ენმ-სთან დაკავშირებული სხვა ადამიანებიც, რომლებიც ამ პარტიას საქართველოში ჩამოჰყავს. ეს საინტერესო არ არის. საინტერესო არის სააკაშვილის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ხდება. სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ. მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომებია მიღებული, ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო. მაგალითად, უკვე თვეებია, ეს ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში, სადაც მისი სათანადო მომსახურება უზრუნველყოფილია.

ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში ციხეში თვითდაზიანება მიღებული პრაქტიკაა. სააკაშვილმაც თვითდაზიანება მიიყენა. არ დაიწყო შიმშილობა, თუ რაც იყო? გარკვეული თვეების განმავლობაში, ის საკვებს სათანადო დოზებით არ იღებდა. იყო ასეთი პერიოდი. მიხეილ სააკაშვილმა გათავისუფლების იმედით თვითდაზიანება მიიყენა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და ბუნებრივია, არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი. მათ უნდათ არა სამედიცინო საფუძვლით ნაკარნახები გადაწყვეტილება, არამედ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ საკითხთან დაკავშირებით, არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება. სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები